ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს მხარზე გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის.საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს მათ. ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება - ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.
გილოცავთ ახალ-წელს!!!

No comments:
Post a Comment